თავდაცვის აკადემიას პირველკურსელები შეუერთდნენ. წელს, იუნკერი ასზე მეტი აბიტურიენტი გახდა. ისინი გაეცნენ უსაფრთხოების წესებს და სამართლებრივ საკითხებს, დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები და ყაზარმებში გადანაწილდნენ.
ახალგაზრდებმა მანამდე შიდა შესარჩევი ტური გაიარეს. იუნკრები 5-კვირიან საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან.