პოლიტიკური განხილვის თემაა ევროკავშირის ელჩის შეხვედრებიც აქტივისტებთან. "ქართული ოცნება" პაველ ჰერჩინსკის ვენის კონვენციის დარღვევასა და ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს.
მიზეზი 2 დღის წინ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პარალელურად გამართული შეხვედრაა, რა დროსაც პაველ ჰერჩინსკი აქტივისტებს ესაუბრა. ერთ-ერთი ვინც ფოტო-ვიდეო მასალა თავად გაავრცელა პოლონეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, „სოლიდარობის ფონდ პიელ საქართველოს“ წევრი ანანო ცინცაბაძეა.
ის აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ღონისძიებებში და თანამშრომლობდა „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთანაც“ .
მმართველ გუნდში ევროკავშირის ელჩი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და რადიკალიზმის წახალისებაში დაადანაშაულეს.
საკითხს გამოეხმაურნენ ოპოზიციურ სპექტრში, პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მისთვის გაუგებარია რა კავშირი აქვს პაველ ჰერჩინსკი შეხვედრას კონკრეტულ სტუდენტებთან და იმ სტუდენტების მიერ რაღაც ქმედების ჩადენას.
"ვერ გეტყვით საერთოდ რა კავშირი აქვს პაველ ჰერჩინსკის შეხვედრას კონკრეტულ სტუდენტებთან და იმ სტუდენტების მიერ რაღაც ქმედების ჩადენას. რაც მე ვიცი, ვხედავ და ჩემ თავზე ვგრძნობ ათწლეულების განმავლობაში, ეს არის ევროპული ქვეყნების გაერთიანებიდან ჩემი ქვეყნის მხარდაჭერას", - განაცხადა ლანა გალდავამ.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გასარკვევად ევროკავშირის ელჩი რომ აქტივისტებს შეხვდება ამაში გასაკვირი არაფერია.
"ევროკავშირის ელჩი რომ სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდება იმისთვის, რომ გაიგოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ამ ადამიანებისგან მიიღოს ინფორმაცია, ამაში გასაკვირი რა არის?!
ევროკავშირის ილტვის, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში დამყარდეს დემოკრატია. რა თქმა უნდა, მან უნდა იცოდეს სამოქალაქო საზოგადოების აზრი და სამოქალაქო საზოგადოება დღეს აქტივისტები არიან", - განაცხადა