08 ივნისი 2026,   17:48
ვრცლად
პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი პირი დააკავა

პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი პირი, 1998 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი, წარსულში ნასამართლევი, 1998 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებული ბ.ა. თურქეთის რესპუბლიკის მიერ განზრახ მკვლელობისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით იძებნებოდა.

"ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

დღის ამბები