თბილისის მერმა და "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წითელ ბაღში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა და იმ პროგრამაზე ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც მისი გუნდი მომდევნო 4 წლის განმავლობაში აპირებს.
კახა კალაძის თქმით, თბილისი მერია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სპორტულ აქტივობებს და ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, ასევე საგანმანათლებლო პროექტებს.
ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ წითელ ბაღში ჯგუფ "ურსას" კონცერტი გაიმართა.