ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში, სადაც "ცაჰალი" უკვე ღაზის 40%-ს აკონტროლებს. გამოცემა "როიტერსის" ცნობით, გუშინ, ღაზის სექტორზე მიტანილი იერიშებისა და შიმშილის შედეგად, კონფლიქტის ზონაში 50 ადამიანი დაიღუპა.
მომდევნო დღეებში ისრაელი სამხედრო ოპერაციის გაფართოებასა და გაძლიერებას აანონსებს, რასაც სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან შეფასებები უკვე მოჰყვა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ტერეზა რიბერა, ამბობს, რომ ღაზაში ისრაელის ომი გენოციდია.