21 ივნისი 2026,   19:06
ვრცლად
იემენის დედაქალაქში ჰუსიტების რადიკალურმა დაჯგუფებამ გაეროს ოფისი შტურმით აიღო

იემენის დედაქალაქში ჰუსიტების რადიკალურმა დაჯგუფებამ გაეროს ოფისი შტურმით აიღო. დაკავებულია დიპლომატიური მისიის 11 თანამშრომელი. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა "როიტერმა" გაავრცელა.

გამოცემა წერს, რომ "ჰუსიტები" შევიდნენ "იუნისეფის" შენობაშიც, რის შემდეგაც ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებთან დაკავშირება შეუძლებელია.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაეროს თანამშრომლების დაპატიმრება დაგმო და მათი "დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება" მოითხოვა.

თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელმა სანაზე იერიში მიიტანა. დარტყმას ჰუსიტების მიერ მართული მთავრობის პრემიერ-მინისტრი და რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანი ემსხვერპლა.

დღის ამბები