რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმას განაგრძობს. აგრესიის სამიზნე ამჟერად დნიპროპეტროვსკის ოლქის რამდენიმე დასახლება გახდა.
ოკუპანტმა იერიში დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა. განადგურებულია კერძო სახლები და მეურნეობები; მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.
საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინა. დრონებით დაიბომბა ელექტროსადგური კრასნოდარის ოლქში; ოკუპირებულ ყირიმში განადგურებულია სამხედრო ობიექტები.