20 აგვისტო 2026,   16:12
ვრცლად
"ქართულ ოცნებისთვის" ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრება, არგუმენტაციას მოკლებულია - აცხადებენ, რომ კანონი ამერიკული "ფარას" ანალოგია და მისი გაუქმების საჭიროებს ვერ ხედავენ

"ქართულ ოცნებისთვის" ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრება, არგუმენტაციას მოკლებულია. აცხადებენ, რომ გაზაფხულზე მიღებული კანონი ამერიკული "ფარას" ანალოგია და მისი გაუქმების საჭიროებს ვერ ხედავენ. "ქართული ოცნება" აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით მხოლოდ ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებაა გამოქვეყნებული და ის ევროსაბჭოს დასკვნას არ წარმოადგენს. მმართველი გუნდი დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულ დეზინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს.

"უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან" დაკავშირებით, ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა მოსაზრება გუშინ გამოაქვეყნა. მათ მიაჩნიათ, რომ კანონი გასაუქმებელია. ექსპერტების შეფასებით "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" სამოქალაქო საზოგადოებას ზიანს აყენებს, დებულებები მესამე სექტორს უცხოური მხარდაჭერის მიღებაში უშლის ხელს, ჯარიმები კი გადაჭარბებულია. მმართველი პარტიისთვის მოსაზრება მიკერძოებულია. მიზეზი კი ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის წარსულია. ჯერემი მაკბრაიდი მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულია პირია. სწორედ მაკბრაიდი იყო მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის წარმომადგენელი დავაში, რომელიც სააკაშვილმა სტრასბურგში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დაიწყო.

მოსაზრების ავტორის წარსული უმნიშვნელოა ოპოზიციისა და მესამე სექტორისთვის. ხელისუფლების ოპონენტებისთვის მთავარია, რომ კანონი გაუქმდეს.

არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას, კანონის ლეგიტიმური მიზნები მმართველმა პარტიამ დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა. თქვეს, რომ ფინანსური გამჭვირვალობა აუცილებელია და არავის ექნება შესაძლებლობა ფარული მიზნებით ქვეყნის ინტერესები დააზიანოს.

ამერიკული "ფარას" ანალოგი კანონი პარლამენტმა გაზაფხულზე მიიღო.

დღის ამბები