20 აგვისტო 2026,   18:01
ვრცლად
გია აბაშიძე: "თავზარდაცემული ნაცრადიკალების რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება - სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს"

"თავზარდაცემული ნაცრადიკალების რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ, რასაკვირველია არა მხოლოდ ლუზერების გამო, მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება - სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს", - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, "პოლიტიკანებმა და უხარისხო ექსპერტებმა" არ იციან ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანა-გამოწვევები და გუნდის პროფესიონალთა შიდა რესურსობრივი განაწილების ასპექტები.

"თავზარდაცემული ნაცრადიკალების რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ, რასაკვირველია არა მხოლოდ ლუზერების გამო, მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება - სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. უდონო პოლიტიკანებმა და უხარისხო "ექსპერტებმა" ნამდვილად არ იციან ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანა-გამოწვევები და გუნდის პროფესიონალთა შიდა რესურსობრივი განაწილების ასპექტები. წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების საპასუხისმგებლო სფეროში და ანრი ოხანაშვილს პრემიერის მრჩევლად დასავლეთთან ურთიერთობების გამოწვევათა კომპლექსური ანალიზის საქმეში", - წერს აბაშიძე.

დღის ამბები