სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნავთობსადენ "დრუჟბაზე" უკრაინის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით ევროკომისიას წერილი გაუგზავნეს.
მხარეებმა უწყებას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგომომარაგების უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულება.
"მიგვაჩნია, რომ უკრაინის ქმედებები, რომელიც საფრთხეს უქმნის სლოვაკეთისა და უნგრეთის ენერგო უსაფრთხოებას, სრულიად მიუღებელია", - ვკითხულობთ პიტერ სიიარტოსა და იურაი ბლანარის ერთობლივ წერილში.