კონგოში, ებოლას ვირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 4 945-ს მიაღწია, მათ შორის, 2 325 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვირუსისგან 1 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 730 საავადმყოფოში ან თვითიზოლაციაში რჩება.
ვირუსის ამ აფეთქებამ, 2018-2020 წლების ეპიდემიის დროს დაფიქსირებულ სიკვდილიანობას უკვე გადააჭარბა, რომელმაც 2 299 ადამიანი იმსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვირუსი "განსაკუთრებული ტემპით" ვრცელდება, ბოლო კვირის მონაცემებით კი 579 ინფიცირების შემთხვევა და 304 გარდაცვალება დაფიქსირდა.