21 აგვისტო 2026,   14:50
ვრცლად
საქართველო უნდა იყოს სუვერენული ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი - გიორგი შარაშიძე

ერეკლე მეორეს ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც ქართველი ერი და სახელმწიფო გადაარჩინა, ფსევდო ლიბერალების ფსევდო ევროპული ღირებულებები და სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი მოქმედებების მაგალითები - პრემიერის ვრცელი ანალიზის შემდეგ ისტორიულ და დღევანდელ გეოპოლიტიკურ პროცესებს პოლიტიკოსებიც აფასებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღეს არსებული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ სწორად გაიაზროს ისტორიაც და უახლესი წარსული.

შეფასებები კეთდება ოპოზიციაში - პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ მაშინ საქართველოს, არ ჰქონდა ისეთი პერსპექტივა გამხდარიყო ევროპული ოჯახის წევრი, როგორიც აქვს დღეს.

"დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა საქართველოში, ვიდრე ეს იყო მე-18 საუკუნის ბოლოს. მაშინ საქართველოს, სამწუხაროდ, არ ჰქონდა ისეთი ასე ვთქვათ პერსპექტივა და პოტენციალი, გამხდარიყო ევროპული ოჯახის, ევროპული თანამეგობრობის წევრი, როგორიც აქვს დღეს. და მაშინ, რა თქმა უნდა, ერეკლე მეფემ იმ კონკრეტულ მომენტში მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას რა მოჰყვა შემდეგ, ესეც კარგად ვნახეთ. რომ რა თქმა უნდა, საქართველო უნდა იყოს სუვერენული ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

დღის ამბები