18 აგვისტო 2026,   00:05
ვრცლად
მედია: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 60 დღით გაახანგრძლივეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 60 დღით გაახანგრძლივეს, - ინფორმაციას "ალ-არაბია" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადაწყვეტილება ვაშინგტონსა და თეირანს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.

მხარეებს გაფორმებული 60-დღიანი მემორანდუმის ვადა სწორედ დღეს ამოიწურა.

როგორც მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა, შეთანხმებიდან ერთ თვეში, ურთიერთბრალდებების ფონზე, შტატებმა ირანის პოზიციებზე იერიშები განაახლა.

დონალდ ტრამპმა კი ზავი გაუქმებულადაც გამოაცხადა.

დღის ამბები