20 აგვისტო 2026,   16:12
ვრცლად
მზად ვართ წევრი სახელმწიფოებისა და უკრაინის თავდაცვის ბაზის გასაძლიერებლად, შეუძლებელია საერთაშორისო საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით, გადაწყვეტილებები მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ბრიუსელში - უკრაინის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა.

"ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, ვიდრე არ მიიღწევა მყარი და გარანტირებული მშვიდობა" - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტი პოლიტიკურ დედაქალაქში ვაშინგტონში ვიზიტამდე ჩავიდა. თეთრ სახლს ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელი ლიდერების მისაღებად უკვე ამზადებენ.

ცნობილი ხდება იმ პირველი პირების ვინაობა, ვინც უკრაინის პრეზიდენტს ტრამპთან შეხვედრაზე გაჰყვება. ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში იქნებიან იტალიის, გერმანიის და ფინეთის პირველი პირები. შტატებში ჩავა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.

მოლაპარაკების მაგიდაზე ის სამშვიდობო გეგმა იდება, რომელიც დონალდ ტრამპს პუტინმა ალასკის სამიტზე წარუდგინა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სხვადასხვა პირობების წინ წაწევა აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს გარანტირებული მშვიდობა უკრაინისთვის.

საუბარია ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ასევე ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების, მისგან უსაფრთხო სახელმწიფოს შექმნისა და უკრაინის საკითხებზე უკრაინის ჩართულობის მსჯელობის გარანტიებზე, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში უნდა მიიღოს. ეს არის ის მოთხოვნა, რომელიც ევროპელი ლიდერებისგან ისმის.

"უნდა გვქონდეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, რათა დავიცვათ როგორც უკრაინა, ასევე ევროპის სასიცოცხლო ინტერესები. უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. უკრაინა უნდა გახდეს პოტენციური დამპყრობლებისთვის მიუღწეველი ფოლადის ზღარბი. მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის მზაობას, წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნაში.  მსურველთა კოალიცია, მათ შორის, ევროკავშირი, ამ პროცესში მონაწილეობისთვის მზადაა.

მზად ვართ  წევრი სახელმწიფოებისა და უკრაინის თავდაცვის ბაზის გასაძლიერებლად. ჩვენი პოზიცია ნათელია, შეუძლებელია საერთაშორისო საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით. გადაწყვეტილებები  მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

დღის ამბები