26 აგვისტო 2026,   14:12
ვრცლად
"რადიკალებს აქვთ ნულოვანი შანსი თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს მათაც ძალიან კარგად იციან" - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, რადიკალებს თვითმმართველობის არჩევნებზე ნულოვანი შანსი აქვთ და ეს მათაც ძალიან კარგად იციან.

მისი თქმით, ისინი უცხოეთში იკრიბებიან და ხვდებიან გიორგი გახარიას, რომელიც გაქცევით და ღალატით არის ცნობილი, მეორე მხარეს კი "ლელოა", რომელიც თაღლითების პარტიაა.

"რადიკალებს აქვთ ნულოვანი შანსი თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს მათაც ძალიან კარგად იციან. ისინი ვერც შეთანხმდნენ საერთო კანდიდატებზე იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატებს საპირწონედ დაუყენონ. იკრიბებიან უცხოეთში, სურვილი აქვთ იმსჯელონ ამ საკითხებზე და ვინ? გიორგი გახარია, რომელიც გაქცევით და ღალატით არის ცნობილი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ერთ განშტოებას წარმოადგენს და მეორე მხრივ "ლელო", თაღლითების და "ნაციონალურ მოძრაობასთან" არსით დაკავშირებული პირების პარტია", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები