საქართველოს თავდაცვის ძალები უახლოეს მომავალში წვევამდელების პირველ ნაკადს მიიღებს. საუბარია პირებზე, რომლებიც სამხედრო სამსახურში 11 თვით ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ.
წვევამდელები შემოწმებას გადიან. ამის მერე 6 კვირის განმავლობაში ჯერ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან, მომდევნო 12 კვირა კი სამეთაურო მომზადებას დაეთმობა.