გაგრილების სისტემებში მედუზების დაგროვების გამო, საფრანგეთის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, "გრავლინის“ ფუნქციონირება დროებით შეჩერდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ენერგეტიკული ჯგუფის EDF-ის ცნობით, მედუზების დიდმა რაოდენობამ გაგრილების სისტემის ფილტრები დაბლოკა და ატომურ ელექტროსადგურში, 6-დან 4 ენერგობლოკის ავტომატური გამორთვა გამოიწვია.
EDF-ის ცნობით, ინციდენტს "არანაირი გავლენა არ მოუხდენია ობიექტების უსაფრთხოებაზე, პერსონალის უსაფრთხოებაზე, ან გარემოზე“.
ცნობისთვის, "გრავლინის" ელექტროსადგური ჩრდილოეთ ზღვასთან დაკავშირებული არხიდან გამომავალი წყლით გრილდება. მას ექვსი ენერგობლოკი აქვს და თითოეული 900 მეგავატს გამოიმუშავებს.