19 ივნისი 2026,   08:28
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ღამით რუსეთის ძალებმა ქვეყნის დასახლებებზე თავდასხმა რაკეტებით და დრონებით განახორციელეს

ომი გრძელდება უკრაინაში - ღამით რუსეთის ძალებმა ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმა რაკეტებით და დრონებით განახორციელეს. იერიშის სამიზნე გახდა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი ლაზოვაია. დაშავებულია ათზე მეტი მოქალაქე, მათ შორის ორი ბავშვი.

განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის - რკინიგზის სადგური.

აფეთქებებია ზაპოროჟიეშიც, არიან დაშავებულები.

დღის ამბები