უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშია გამოცხადებული. მიზეზი ცაზე რუსული "მიგ-31" ტიპის ავიაგამანადგურებლებია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტი ქალაქების და დასახლებების მიმართულებით "კინჟალის" ტიპის რაკეტებს უშვებს.
საჰაერო თავდაცვის სისტემა თავდასხმის მოგერიებას ცდილობს. მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
აფეთქებებია ოდესაში, ქალაქის სხვა და სხვა ლოკაციაზე დრონებით დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
იერიში განხორციელდა ხერსონის ოლქზეც, არიან დაღუპულები და დაჭრილები.