პოლონეთში მღვდელმა 68 წლის უსახლკარო მამაკაცს ნაჯახით ჭრილობები მიაყენა და ცეცხლი წაუკიდა. მამაკაცი მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. მღვდელმა მკვლელობა აღიარა.
მედიის ინფორმაციით, მამაკაცის გადასარჩენად ოთხი მეხანძრე, პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული. მეხანძრეების მცდელობის მიუხედავად, მამაკაცი გარდაიცვალა.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცები ერთმანეთს ახალგაზრდობიდან იცნობდნენ და მათ შორის დაპირისპირება საცხოვრებელი ადგილის საკითხზე დაიწყო.
ვარშავის მთავარეპისკოპოსმა, ადრიან ჰალბასმა, ვატიკანისგან დანაშაულის სიმძიმის გამო, მღვდლის წინააღმდეგ უმკაცრესი საეკლესიო განაჩენი მოითხოვა.