ლოს-ანჯელესში ხალხში მანქანის შევარდნის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის (LAFD) ცნობით, მათგან შვიდი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, ექვსი მძიმედ დაშავდა, ხოლო 10 ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ცნობილია ექვსი დაკავებულის შესახებ, რომლებიც ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. მათგან ერთ-ერთს ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოუჩინეს, მოგვიანებით გაირკვა, რომ ავტომობილს სწორედ ის მართავდა.