08 აგვისტო 2026,   14:59
ვრცლად
"ჯარის ბანაკი" მეხუთე როტაციას მასპინძლობს

თავდაცვის სამინისტროს პროექტი - "ჯარის ბანაკი" აქტიურად მიმდინარეობს. კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მოსწავლეთა მეხუთე როტაციას მასპინძლობს. თავგადასავლებითა და ემოციებით სავსე ბანაკი მოსწავლეებს დღის განმავლობაში ბევრ თეორიულ და პრაქტიკულ ღონისძიებას სთავაზობს.

მეხუთე როტაციის ფარგლებში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა იმერეთისა და აჭარის რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებს მასპინძლობს. საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო მომზადებების გარდა, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ერთი დღე სამთო მომზადებას დაეთმო. მოსწავლეებმა ინსტრუქტორების მეთვალყურეობით ხელოვნურ კლდეზე ცოცვის, თოკზე დაშვებისა და ავსტრალიური დაშვების სავარჯიშოები შეასრულეს, მოგვიანებით კი, ოცეულებს შორის ხელოვნურ კლდეზე ცოცვაში შეჯიბრი გაიმართა. ინსტრუქტორებმა ბანაკის მონაწილეებს სამთო აღჭურვილობა და ინვენტარი, მათი ფუნქცია და მოხმარების წესებიც გააცნეს.

დღის ამბები