08 ივნისი 2026,   22:37
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დაკავებულ 4 პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ - მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში დაკავებულ 4 პირს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ.

მათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვას და რეალიზაციის მცდელობას, ასევე, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებას ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები პოლიციამ დაკავებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20-ც წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები