მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა. ის უწყების თანამშრომლებს განათლების მინისტრის მოადგილემ წარუდგინა.
მაჭარაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებს იკავებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების, მიგრაციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტებში. 2020 წლიდან დღემდე მისი საქმიანობა უკავშირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, დანაშაულის პრევენციასა და აღკვეთას.