მურმან დუმბაძის პოლიტიკური ფანტაზია ლოტოტრონამდე მივიდა.
მრავალპარტიაგამოცვლილმა პოლიტიკოსმა ჯერ 2024 წელს თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებული არჩევნები დაიწუნა, შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ლოტოტრონით ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.
დუმბაძემდე იყო ბურჭულაძე. მობილურით არჩევნების ჩატარებას, პაატა ბურჭულაძე სექტემბერში გეგმავს, თუმცა მსოფლიო ბანს მურმან დუმბაძის სახით კონკურენტი უკვე გამოუჩნდა.
მურმან დუმბაძის ინიციატივის შეფასებისგან ოპოზიციის ნაწილმა თავი შეიკავა, ნაწილმა კი იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების ჩატარება ლოტოტრონიდან ბანქოს თამაშამდეც არ მივა.
მმართველი გუნდი დუმბაძე-ბურჭულაძეს იდეების გაერთიანებას ურჩევს. "ქართული ოცნება" ოპოზიციის ამ ინიციატივებს სერიოზულად არ აღიქვამს.
მურმან დუმბაძემ, ლოტოტრონის პრინციპით არჩევნების ჩატარების იდეის შესახებ, ერთ-ერთ ტელეარხზე ინტერვიუს დროს ისაუბრა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.