ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა, მათ შორის 28 ბავშვია. ამ დრომდე ეძებენ 11 დაკარგულს. შტატის რამდენიმე ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიის შედეგად განადგურებულია მაგისტრალები, შეფერხებით მუშაობს კავშირგაბმულობა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კონკრეტულ ტერიტორიებზე საშიშროება ამ დრომდე შენარჩუნებულია და მათ შემაღლებულ ადგილზე გადასვლისკენ მოუწოდებენ. ტეხასში ძლიერი წყალდიდობა სამი დღის წინ დაიწყო.