20 ივნისი 2026,   13:31
ვრცლად
სუმის ოლქი რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა - არის მსხვერპლი

სუმის ოლქი რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა. ოკუპანტებმა დასახლებები დრონებით, ავიაციით და რაკეტებით დაბომბეს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი. კიდევ ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი.

საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული კიევში. დედაქალაქის ორ რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

თავდასხმა განხორციელდა ხერსონზეც, არიან დაშავებულები.

უკრაინის საკითხს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კარგი საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან და ამავდროულად ძალიან იმედგაცრუებულია პუტინთან ბოლო სატელეფონო კონტაქტით.

დღის ამბები