
მეექვსედ ირლანდიის წინააღმდეგ, თუმცა პირველად საქართველოში. "ბორჯღალოსნები" ევროპის საუკეთესო ნაკრების პირისპირ მიხეილ მესხის სტადიონზე გამარჯვებისთვის ბრძოლას იწყებენ.
წამმზომი ჩაირთო, ტაბლოზე თამაშის პირველი წუთების ათვლა დაიწყო. ამ მატჩის მოგება კი ქართველი მორაგბეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არის. "ბორჯღალოსნებმა" გამარჯვებით უნდა დაამტკიცებენ, რომ ჩვენი გუნდი ექვს ერში თამაშს იმსახურებს. განწყობა საბრძოლოა, თუმცა მეტოქე ძლიერი- ამ დრომდე ხუთი შეხვედრიდან, ხუთივე გამარჯვება ირლანდიას აქვს გაფორმებული. მოცემულობას ახლა სახლში თამაში ცვლის- მორაგბეებს განსაკუთრებულ ძალას ქართველი გულშემატკივრები მატებენ.