"მშვიდობით იარაღო" - ჰემინგუეის რომანის სათაურით, პარლამენტის თავმჯდომარე USAID-ის დახურვას გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლამდე გამოქვეყნებული წერილიც შეახსენა. რომელშიც, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, დონორი ორგანიზაციების მხრიდან გაუმჭვირვალე თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიპლომატიური მისიების დახმარებით ხვდებოდა.
USAID-ის და საერთაშორისო საგრანტო ფონდების მხრიდან დაფინანსების გაცემის მანკიერ პრაქტიკაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც. ამბობენ, რომ კეთილშობილური მიზნებით დაფუძნებული საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ბოლო წლებში ე.წ. დიფ სთეითის ხელში ქაოსის იარაღად იქცა.
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დახურული და მწვავედ გაკრიტიკებული ორგანიზაცია, დემოკრატიის მთავარი მხარდამჭერია ქართული ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ USAID-ი ქართულ პოლიტიკაში არასდროს ჩარეულა.
USAID-ის მიერ გრანტების გაცემის შეჩერება პირდაპირ კავშირშია საქართველოში ოპოზიციის დესტრუქციული გეგმების დასუსტებასთან - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ შტატების ხელისუფლების ეს ნაბიჯი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პირვანდელ ნიშნულზე დაბრუნების შესაძლებლობას აძლიერებს.
USAID-მა ფუნქციონირება ოფიციალურად პირველ ივლისს შეწყვიტა. ამის შესახებ მსოფლიოს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ამცნო. ამერიკის ბიუჯეტიდან საერთაშორისო გრანტების გაცემა ამიერიდან სრულად სახდეპის პრეროგატივა იქნება.