"აღიარებული იქნა, რომ USAID უკვე დიდი ხანია, რაც მოწყდა მის ძირითად ფუნქციებს და იქცა გარკვეული, ფარული პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღად", - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობის ოფიციალურად შეწყვეტას ეხმიანება.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ორგანიზაცია აზიანებდა ამერიკის ფუნდამენტალურ, გრძელვადიან მისწრაფებებს.
"აღიარებული იქნა, რომ USAID უკვე დიდი ხანია, რაც მოწყდა მის ძირითად ფუნქციებს და იქცა გარკვეული, ფარული პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღად. ეს საბოლოო ჯამში, აზიანებდა ამერიკის ფუნდამენტალურ, გრძელვადიან მისწრაფებებს. ჩვენ, საქართველოში ამის კონკრეტული მაგალითები ვნახეთ, როდესაც USAID-ის მიერ დაფინანსებული არჩევნების კეთილსინდისიერების უზრუნველმყოფი ორგანიზაცია გახდა არჩევნების გაყალბებისა და დისკრედიტაციის მთავარი მაქნა. ეს ხომ აზიანებს დემოკრატიის ცნებას", - აღნიშნავს ირაკლი ქადაგიშვილი.
USAID-მა მუშაობა ოფიციალურად პირველი ივლისიდან დაასრულა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, პროგრამის მთავარი მიზანი მილიონობით ადამიანისთვის დამოუკიდებლობის მოტანა იყო, თუმცა USAID კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების ინტერესების გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული.