28 აგვისტო 2026,   02:19
ვრცლად
"არ მგონია, ვერ ხედავდეთ, რაც არის რეალობა - თუ რამდენი რუსია ქვეყანაში, ლამის ქართველებზე მეტი არიან" - თათია ნიკოლაიშვილი

"არ მგონია, ვერ ხედავდეთ, რაც არის რეალობა - თუ რამდენი რუსია ქვეყანაში, ლამის ქართველებზე მეტი არიან", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

თათია ნიკოლაიშვილის თქმით, ქვეყანაში ეროვნებით რუსი ადამიანების შემომსვლელთა რაოდენობა მზარდია და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები რეალობას არ ასახავს.

"მათი სტატისტიკები ყოველთვის გამოიყურება ისე, როგორც მათ სურთ. ქართველი ხალხი ხედავს იმას, რაც ხდება რეალობაში, მათ შორის, არა მგონია, თქვენც ვერ ხედავდეთ იმას, რაც არის რეალობა, თუ რამდენი რუსია ქვეყანაში, ლამის ქართველებზე მეტია", - განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა.

"ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა, მორიგი მანიპულაცია და სიცრუე" - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. მათი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერიც აგვისტოს ომის შემდეგ ლარსზე რუს ტურისტებს ხვდებოდა და სტრატეგიულ ობიექტებს, რუსულ კომპანიებზე ასხვისებდა, დღეს იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის მიზნით შემოდიან.

არგუმენტად მმართველ გუნდს სტატისტიკა მოჰყავს, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოში 52 953 პირი შემოვიდა, ქვეყანა კი უფრო მეტმა, 61 691-მა ადამიანმა დატოვა.

 

დღის ამბები