26 აგვისტო 2026,   00:04
ვრცლად
პარლამენტმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ მარიამ ლაშხი აირჩია

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მარიამ ლაშხის კანდიდატურა საპარლამენტო ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.

დღის ამბები