25 აგვისტო 2026,   03:15
ვრცლად
მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

მთის ფერდი საავტომობილო გზას მიუყვება და მისი გამაგრება ქანების ჩამოშლის პრევენციაა. მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები.

დაწყებულია ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების მშენებლობა. უკვე ცნობილია, რომ ფერდზე 2060 ანკერი მოეწყობა. გარშემო გაკეთდება ფოლადის ბადეები, რომლებიც, ქანების ჩამოშლის შემთხვევაში, ნაშალს შეაკავებს. გამაგრებითი სამუშაოები 13 000 კვადრატულ მეტრზე ჩატარდება.

სამუშაოები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ავტომობილით მოძრაობა და ფეხით გადაადგილება უსაფრთხო არ გახდება. მთის ფერდის მდგრადობისთვის, გაკეთდება სანიაღვრე სისტემები.

გამაგრებითი სამუშაოების დასრულების ეტაპზე გზის რეაბილიტაცია დაიწყება - დაიგება ასფალტი და მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა. წყნეთი-ახალდაბის გზაზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისი მერი გაეცნო. კახი კალაძის თქმით, პროექტი 2027 წლის დასაწყისში დასრულდება.

პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია.

დღის ამბები