26 აგვისტო 2026,   14:16
ვრცლად
"აუცილებელია დისკუსია და აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ მაგიდასთან" - ლანა გალდავა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და დაპირისპირება ოპოზიციაში. პრინციპების ღალატი და საეჭვო გარიგებები - ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთბრალდებების ჩამონათვალი იზრდება.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა ამბობს, რომ აუცილებელია დისკუსია და აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ მაგიდასთან.

"ახლა განიხილება არგუმენტები ორივე მიმართულებით. როგორც არ მონაწილეობის, ასევე მონაწილეობის მხარეს. ჩვენ ველით საუკეთესო გამოსავალს. აუცილებელია დისკუსია და აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ მაგიდასთან და არა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით და იმ ტერმინოლოგიით, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი იყენებს", - აცხადებს ლანა გალდავა.

დღის ამბები