27 აგვისტო 2026,   16:07
ვრცლად
"დასანანია, რომ ისიც და მისი კოლეგებიც აგრძელებენ კანონის უგულებელყოფას და ბოიკოტს უცხადებენ, უპირველესად, საზოგადოებას" - ლევან მახაშვილი ნიკა გვარამიაზე

ნიკა გვარამიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ამბობს, რომ ნიკა გვარამია და მისი კოლეგები აგრძელებენ კანონის უგულებელყოფას.

"უპირველესად, დასანანია, რომ ისიც და მისი კოლეგებიც აგრძელებენ კანონის უგულებელყოფას და ბოიკოტს უცხადებენ, უპირველესად, საზოგადოებას, რომელსაც არაერთ თემასთან დაკავშირებით აქვს მათდამი კითხვები. დასანანია, რომ აგრძელებენ ასეთ ბოიკოტს, სრულიად გაუგებარ პროცესს. აქ რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, არის ის, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაულები და ახლა ცდილობენ, რომ ამ დანაშაულებიდან რაიმე პოლიტიკური სარგებელი დაიწერონ და ამ გზით, სწორედ ამას უკავშირდება ეს ერთგვარი პოლიტიკური თამაშები," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

დღის ამბები