26 აგვისტო 2026,   20:08
ვრცლად
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქე გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქე გააძევეს.

ქვეყანა დაატოვებინეს თურქეთის, რუსეთის, ეგვიპტის, ირანის, თურქმენეთის, კოლუმბიის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიისა და ნიგერიის - მოქალაქეები.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

დღის ამბები