20 აგვისტო 2026,   17:22
ვრცლად
"NATO მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე და შემდგომ სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი" - NATO-ს სამეკავშირეო ოფისი

საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე და შემდგომ სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი.

"უკვე სამი ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო NATO მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს.

საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს NATO-ს ხელმძღვანელობით განხორციელებულ მისიებსა და ერთობლივ წვრთნებში, რითიც ადასტურებს მზადყოფნას, რომ წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებაში.

ისეთი პროექტების მეშვეობით, როგორიცაა წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) და NATO-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი (SNGP), საქართველო აგრძელებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების დაახლოებას NATO-ს სტანდარტებთან.

NATO მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე და შემდგომ სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი.

ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები