20 აგვისტო 2026,   16:08
ვრცლად
ეკონომიკის ზრდის პარალელურად, საქართველოში სიღარიბე მცირდება - ოფიციალური მონაცემები "საქსტატმა" გამოაქვეყნა

ეკონომიკის ზრდის პარალელურად, საქართველოში სიღარიბე მცირდება. ოფიციალური მონაცემები "საქსტატმა" გამოაქვეყნა. მაჩვენებლები 2024 წელს, წინა წელთან შედარებით 2 მთელი 4 მეათედი პროცენტით შემცირდა. სტატისტიკით ირკვევა, რომ ამ წლებში სიღარიბე 90 ათასზე მეტმა ადამიანმა დაძლია.

სიღარიბის მაჩვენებელი ყველა ასაკობრივ ჯგუფშია შემცირებული. ოფიციალური ციფრების დათვლის შემდეგ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აქცენტი მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებზე, მეწარმეობის განვითარებასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე გაკეთდა. საუბრობენ ისტორიულ მაჩვენებლებზე და ამბობენ, რომ პრიორიტეტულ მიმართულებებად სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაც რჩება.

სიღარიბის შემცირებას საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე დინამიკის გაუმჯობესებას მომდევნო წლებშიც პროგნოზირებს.

სიღარიბის შემცირებული მაჩვენებლების ფონზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ეკონომიკის მიმართულებით განახლებულ მონაცემებს ხვალ გამოაქვეყნებს.

დღის ამბები