20 აგვისტო 2026,   17:12
ვრცლად
რიგითი კრიმინალი ცდილობს პოლიტიკური საფარით თავი გადაირჩინოს იმ ფულებით, რაც მოიპარა ცდილობს იყიდოს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი - ლევან მახაშვილი ბაჩიაშვილზე

ბაჩიაშვილის საქმეზე ჟურნალისტებმა დღეს კითხვა მმართველი გუნდის წევრებს დაუსვეს. "ქართულ ოცნებაში" გიორგი ბაჩიაშვილზე აცხადებენ, რომ ის ცდილობს მოპარული ბითკოინებით პოლიტიკური პატიმრის სტატუსი იყიდოს.

"ერთ-ერთი რიგითი კრიმინალი ცდილობს პოლიტიკური საფარით რაღაცნაირად თავი გადაირჩინოს, თავი გმირად შეირაცხოს და იმ ფულებით, რაც მოიპარა, მილიარდი - შევახსენებ საზოგადოებას, მილიარდამდე დოლარი მოიპარა თავისი თაღლითური სქემებით და შემდგომ, ცდილობს ამ ფულით იყიდოს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი. ეს არის და ეს მთელი ანატომია მისი საქციელის. ერთი რიგითი ადამიანი, რომელმაც მეორე ადამიანს ფული მოპარა ბითკოინების სახით და ახლა ცდილობს, რომ ამ სიტუციიდან გამოძვრეს", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

დღის ამბები