20 აგვისტო 2026,   16:08
ვრცლად
ადამიანს ნაყიდი რომ გექნება პოლიტპატიმრის სტატუსი, ეს ხომ აჩვენებს რა დონის საერთაშორისო თაღლითია ეს ადამიანი - შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე

ბაჩიაშვილის საქმეზე შეფასებები კიდევ ერთხელ გაკეთდა დღეს მედიასთან. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსის მორგებას ცდილობს, რაშიც მას ფული აქვს გადახდილი, რეალურად კი საქმე მილიარდი დოლარის მოპარვას და თაღლითობას ეხება.

"1 მილიარდი დოლარი აქვს ადამიანს მოპარული. შესციცინებენ და ცანცქლიან ბითკოინს ბითკოინზე იმისთვის, რომ შერაცხონ ის პოლიტპატიმრად. ადამიანს ნაყიდი რომ გექნება პოლიტპატიმრის სტატუსი, ეს ხომ კიდევ აჩვენებს რა დონის საერთაშორისო თაღლითია ეს ადამიანი", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები