09 ივნისი 2026,   00:51
ვრცლად
საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოზე ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე მოხდა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

დღის ამბები