09 ივნისი 2026,   00:51
ვრცლად
დააკავეს პირი, რომლის სახელზე რეგისტრირებული იარაღი ჭავჭავაძის გამზირზე მარტში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება - ს.წ.-ს კუთვნილი იარაღი კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ერთი პირი - 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს.

ს.წ.-ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც მიმდინარე წლის მარტში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულის სახით დაკავებულმა გ.უ.-მ ლ.ჯ. სასიკვდილოდ დაჭრა, წარსულში ს.წ.-ზე იყო რეგისტრირებული.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტის გარდა, ს.წ-ზე რეგისტრირებული ცეცხსასროლი იარაღი კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა, რითაც დადასტურდა, რომ ს.წ.-მ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.

საქმეზე გამოძიება ლ.ჯ-ს განზარ მკვლელობის, მისი დაცვის წევრის მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გასაღების ფაქტზე სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დღის ამბები