26 აგვისტო 2026,   19:58
ვრცლად
გია აბაშიძე: უტიფრობა და თავხედობა - ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკის აზრით, ევროპის დღის ღონისძიებაზე მისვლისთვის საქართველოს ხელისუფლებას მისი Facebook-კლიპები უნდა ენახა; ურსულა ფონ დერ ლაიენსაც ასე იწვევენ?

უტიფრობა და თავხედობა - ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკის აზრით, ევროპის დღის ღონისძიებაზე მისვლისთვის საქართველოს ხელისუფლებას მისი Facebook-კლიპები უნდა ენახა; ურსულა ფონ დერ ლაიენსაც ასე იწვევენ? - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

ის ინტერესდება, ჰერჩინსკი თავადაც “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული კლიპებით თუ დადის სხვადასხვა ღონისძიებაზე.

"უტიფრობა და თავხედობა - ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკის აზრით, ევროპის დღის ღონისძიებაზე მისვლისთვის საქართველოს ხელისუფლებას მისი Facebook-კლიპები უნდა ენახა; ურსულა ფონ დერ ლაიენსაც ასე იწვევენ?

ივენთებზე თავადაც ასე დადის პოლონელი დიპლომატი თუ პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა გაუზიარა ხელისუფლების ტოპ პირების მიწვევის ეს არასერიოზული know-how?
ძალიან დაცემულია დასავლელ თანამედროვე ცალკეულ დიპლომატთა კლასი და რენომე.” - წერს გია აბაშიძე.

დღის ამბები