თბილისში, სადგურის მოედანზე, ავტობუსის გაჩერებასთან კაცი მოკლეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ის ძირს დაეცა და გარდაიცვალა.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგა საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განხრაზ მძიმე დაზიანებას, რამაც გამოიწვია სიკვდილი.