"ეკონომიკური ზრდა, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან აღნიშნა.
მისივე თქმით, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მშვიდობა და მისი შენარჩუნებაა.
"ეს ყველაფერი ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები იყო, მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ ხალხი დაეზაფრათ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო, რომ თითქოს ეკონომიკა გაუარესდებოდა, უკან წავიდოდა, მინუსსაც კი ვარაუდობდა ზოგიერთი ე.წ. ექსპერტი, თუმცა რეალობა სხვაა. ეკონომიკური ზრდა, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ეს არის მშვიდობა, მშვიდობის შენარჩუნება. ცხადია, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. მშვიდობას არ აქვს დღეს ალტერნატივა", - ამბობს კახა კალაძე.