მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ACTR-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებსა და ინტერესებს ემსახურება. საუბარია სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, სადაც კომპანია ამტკიცებს, რომ საზოგადოება ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია. საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად სახელისუფლებო პარტიაში თინათინ რუხაძის პერსონა მოჰყავთ, რომელიც "აისითი გრუპს" ხელმძღვანელობს და მათი მტკიცებით, ოპოზიციის მხარდამჭერია, რასაც ღიადა საკუთარ სოციალურ ქსელშიც გამოხატავს. ოცნებაში ამტკიცებენ, რომ ძალადობრივი სცენარის ჩავარდნის შემდეგ, ოპონენტები საზოგადოებაში სიმულაციური მოლოდინების გაჩენას ცდილობენ, იმ ფონზე როდესაც ქვეყანა ყველა ეკონომიკური პარამეტრით, ყოველწლიურად ვითარდება.
ACTR-ს დღეს "კურიერმა" საკვლევი კითხვარისა და გამოკითხულთა შესახებ ინფორმაცია სთხოვა, თუმცა დეტალურ ინფორმაციაზე პასუხი არ მიუღია. კვლევით ორგანიზაციაში განმარტეს, რომ გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა. ორგანიზაციაში არ ხსნიან, რატომ განისაზღვრა საკვლევ თემად სავარაუდო ეკონომიკური კრიზისი, როდესაც ქვეყანაში სტატისტიკური მონაცემები სრულიად განსხვავებულ სურათს უჩვენებს.
საქსტატის, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა თუ სხვა ინსტიტუტების პოზიტიური დასკვნების მიუხედავად, ACTR არის კვლევის შინაარსს და დასკვნებს იზიარებენ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ სტატისტიკა მხოლოდ ციფრებია, რეალურად კი ეკონომიკური კოლაფსის მოლოდინი საზოგადოებაში უნდა არსებობდეს.
ოპოზიციას ქუჩაში დესტაბილიზაციური პროცესების პროვოცირებით ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა არ გამოუვიდა, ახალი სტრატეგია კი საზოგადოებასთან გამოგონილ ეკონომიკურ კრიზისზე საუბარია - ასე აღიქვამენ ACTR-ის კვლევას საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ სიმულაციურმა კვლევებმა, შეუძლებელია საერთაშორისო ინდიკატორების რეალური მონაცემები გადაფაროს.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უკვე მეოთხე წელია ორნიშნა რიცხვია. მაღალია მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემიც. ACTR კი 28 აპრილს გამოქვეყნებული კვლევით ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში კრიზისის მოლოდინია.
ადგილობრივი და გლობალური პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური სტაბილურობის თემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ACTR-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებსა და ინტერესებს ემსახურება. საუბარია სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, სადაც კომპანია ამტკიცებს, რომ საზოგადოება ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია. საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად სახელისუფლებო პარტიაში თინათინ რუხაძის პერსონა მოჰყავთ, რომელიც "აისითი გრუპს" ხელმძღვანელობს და მათი მტკიცებით, ოპოზიციის მხარდამჭერია, რასაც ღიად საკუთარ სოციალურ ქსელშიც გამოხატავს.
"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ძალადობრივი სცენარის ჩავარდნის შემდეგ, ოპონენტები საზოგადოებაში სიმულაციური მოლოდინების გაჩენას ცდილობენ, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ყველა ეკონომიკური პარამეტრით, ყოველწლიურად ვითარდება.
ACTR-ს დღეს "კურიერმა" საკვლევი კითხვარისა და გამოკითხულთა შესახებ ინფორმაცია სთხოვა, თუმცა დეტალურ ინფორმაციაზე პასუხი არ მიუღია. კვლევით ორგანიზაციაში განმარტეს, რომ გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა. ორგანიზაციაში არ ხსნიან, რატომ განისაზღვრა საკვლევ თემად სავარაუდო ეკონომიკური კრიზისი, როდესაც ქვეყანაში სტატისტიკური მონაცემები სრულიად განსხვავებულ სურათს უჩვენებს. საქსტატის, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა თუ სხვა ინსტიტუტების პოზიტიური დასკვნების მიუხედავად, ACTR არის კვლევის შინაარსს და დასკვნებს იზიარებენ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ სტატისტიკა მხოლოდ ციფრებია, რეალურად კი ეკონომიკური კოლაფსის მოლოდინი საზოგადოებაში უნდა არსებობდეს. ოპოზიციას ქუჩაში დესტაბილიზაციური პროცესების პროვოცირებით ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა არ გამოუვიდა, ახალი სტრატეგია კი საზოგადოებასთან გამოგონილ ეკონომიკურ კრიზისზე საუბარია - ასე აღიქვამენ ACTR-ის კვლევას საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ სიმულაციურმა კვლევებმა, შეუძლებელია საერთაშორისო ინდიკატორების რეალური მონაცემები გადაფაროს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უკვე მეოთხე წელია ორნიშნა რიცხვია. მაღალია მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემიც. ACTR კი 28 აპრილს გამოქვეყნებული კვლევით ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში კრიზისის მოლოდინია. ადგილობრივი და გლობალური პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური სტაბილურობის თემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.