27 აგვისტო 2026,   14:29
ვრცლად
სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

1000 კუბური მეტრი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ქვიშა-ხრეში და გარემოსთვის მიყენებული დაახლოებით 16 ათასი ლარის ოდენობის ზიანი - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში სამართალდარღვევა გამოავლინეს.

"სამართალდამრღვევმა დიდი ოდენობით წიაღისეული სოფელ ფანშეთის მიმდებარედ მდინარე თერგის კალაპოტიდან უკანონოდ, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოიპოვა.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა", - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები