დღეიდან 2 მაისის ჩათვლით, ქუთაისი კიბერფეხბურთის ტურნირს მასპინძლობს. ტურნირს 256 მონაწილე ჰყავს და მას საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მართავს.
მონაწილეებს შორის ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც "ქუთაისის თასს" მოიპოვებს. ამ დროისთვის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ტურნირის შესარჩევი ეტაპები იმართება, ხოლო ფინალი 2 მაისს, თეთრ ხიდზე შედგება. ტურნირის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.