26 აგვისტო 2026,   15:56
ვრცლად
მილანი, ფორლი და ახლა უკვე რომი - "ჯორჯიან ეარვისმა" თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რომის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა

"ჯორჯიან ეარვისმა" თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რომის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.

მილანი, ფორლი და ახლა უკვე რომი - "ჯორჯიან ეარვეისი" საქართველოსა და იტალიას შორის კიდევ ერთ საჰაერო ხიდს ქმნის. თბილისი–რომი–თბილისის პირდაპირი რეისი - კვირაში ორჯერ შესრულდება.

ახალი მიმართულების დამატება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიებით აღინიშნა.

ავიაციის სექტორის წარმომადგენლები ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვნად გაძლიერებაზე და საერთაშორისო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე საუბრობენ.

პირდაპირ ფრენების დაწყებას, მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათთვის ორი დედაქალაქის ახალი კავშირი, ახალი ურთიერთობების დასაწყისია.

რომის მიმართულებით ფრენა და ახალი საჰაერო კავშირები იტალიასთან - "ჯორჯიან ეარვისი" ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, პირდაპირ ფრენებს არა მხოლოდ იტალიის, არამედ ევროპის სხვა მიმართულებებითაც აგრძელებს.

ავტორი: სიმონ შანავა. 

დღის ამბები