25 აგვისტო 2026,   23:06
ვრცლად
"ევროკავშირი 61 ქვეყანასთან აპირებს ვიზალიბერალიზაციის გამარტივების გადახედვას, ეს მხოლოდ საქართველოს არ უკავშირდება, თუმცა, შესაძლოა, მომავალში საქართველოს მიმართ იყოს მექანიზმი გამოყენებული შანტაჟისთვის" - ლადო ბოჟაძე

ბრიუსელის ახალი გეგმა, რომლის მიხედვით ევროკომისიას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ექსკლუზიური პრეროგატივა ენიჭება, ისევ პოლიტიკური დისკუსიის თემაა.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ სავიზო პოლიტიკა ბრიუსელმა შესაძლოა მესამე ქვეყნებზე ზეწოლისთვის, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით გამოიყენოს. ამ კონტექსტში აკრიტიკებენ ოპონენტებს და აცხადებენ, რომ არაერთი პოლიტიკოსი ითხოვდა უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ევროკავშირისგან, რათა მათ გასჩენოდათ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი.

"ევროკავშირი 61 ქვეყანასთან აპირებს ვიზალიბერალიზაციის გამარტივების საკითხის გადახედვას, ეს მხოლოდ საქართველოს არ უკავშირდება. თუმცა, შესაძლოა, მომავალში საქართველოს მიმართ იყოს ეს მექანიზმი გამოყენებული შანტაჟისათვის. ჩვენ, 2017 წლის შემდეგ ყველა ჩვენს ვალდებულებას ვასრულებთ და შევასრულებთ მომავალშიც, ამიტომ, ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური საკითხი და უკავშირდება მათ შორის ქართული ოპოზიციის მოთხოვნას, რომ გაუქმდეს ქვეყანაში უვიზო მიმოსვლა, რადგან კიდევ უფრო გართულდეს ჩვენს ქვეყანაში სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა და იქნებ, ამის ნიადაგზე მაინც მიეცეს ოპოზიციას საშუალება, როგორმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ოღონდ, რა თქმა უნდა, არეულობისა და დესტაბილიზაციის გზით," - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.

დღის ამბები